ერთად განვიხილოთ ჯინეტი

  • 09:47:38 AM on ნოემბერი 29, 2009 | 0

    ზოგადად საიტის შესახებ:
    1) BIN.GE-ს ფაილების გაცვლის სერვისი სრულიად უფასოა.

    2) ასატვირთი ფაილის მაქსიმალური ზომა არის 250 მეგაბაიტი. თუ გნებავთ უფრო დიდი ზომის ფაილის ატვირთვა საიტზე, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაყოთ Winrar-ის საშუალებით და ატვირთოთ ნაწილნაწილ.

    3) ფაილების გადმოწერის სიჩქარე შეუზღუდავია საქართველოში მცხოვრებთათვის.

    4) ფაილი საიტიდან ავტომატურად წაიშლება თუ იგი არც ერთხელ არ იქნება გადმოწერილი 15 დღის განმავლობაში.(თუ გნებავთ ფაილების უფრო დიდი ხნით განთავსება საიტზე, შეიძინეთ Premium პაკეტი.)

    5) საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ფაილების კორექტულობაზე, მის შინაარსზე და წარმომავლობაზე.

    საიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს:

    1) ინტერნეტში ფაილების სწრაფი გაცვლა-გამოცვლა.

    2) პირადი ვებ საქაღალდის ფუნქცია. სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენთვის სასურველი ფაილები შეუზღუდავი რაოდენობით.
    (პირადი ვებ საქაღალდე ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში თუ თქვენ დარეგისტრირებული ბრძანდებით ჩვენს საიტზე.)

    ალბათ იკითხავთ რისთვის არის ეს ყველაფერი საჭიროო? 🙂

    იმისთვის რომ სასურველი დიდი ზომის ფაილები სწრაფად და ხარისხიანად მიაწოდოთ მეგობრებს, ახლობლებს ან განათავსოთ ვებ საიტებზე და ფორუმებზე.

    ფაილების გაცვლის მუშაობის პრინციპი:
    იმის შემდეგ რაც აირჩევთ სასურველ ფაილს და წარმატებით ატვირთავთ საიტზე, იხილავთ ასეთ წარწერას:”გადმოსაწერი ლინკი” და აგრეთვე მის ქვემოთ ”წასაშლელი ლინკი”.
    დააკოპირეთ ”გადმოსაწერი ლინკი” -ის ქვემოთ გამოტანილი მისამართი და გაუგზავნეთ მეგობრებს მესენჯერების საშუალებით ან განათავსეთ ვებ საიტებზე და ფორუმებზე რათა იგი გახდეს ხელმისაწვდომი თქვენთვის სასურველი ადამიანებისათვის.
    (თუ თქვენ დარეგისტრირებული ბრძანდებით საიტზე, ამ შემთხვევაში ყველა თქვენს მიერ ატვირთული ფაილი ავტომატურად განთავსდება თქვენს პირად განყოფილებაში)
    ”წასაშლელ ლინკი”-ზე შესვლით შეძლებთ ატვირთული ფაილის წაშლას.

    პირადი ვებ საქაღალდის ფუნქცია:
    პირადი ვებ საქაღალდის ფუნქცია (საიტზე მოხსენიებულია როგორც ”პირადი განყოფილება”) ხელმისაწვდომი ხდება მაშინ, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით საიტზე. მასში მოთავსებულია თქვენს მიერ ატვირთული ყველა ფაილი, რომელიც დარეგისტრირების შემდგომ ატვირთეთ საიტზე. მისი საშუალებით შეძლებთ თქვენი ატვირთული ფაილების წაშლას სურვილისამებრ, მათზე პაროლის დადებას, პოსტერის დადებას, სახელის შეცვლას, იხილავთ თუ რამდენჯერ იქნა გადმოწერილი და ბევრ სხვა საჭირო ფუნქციას.

    Advertisements
     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: