ერთად განვიხილოთ ჯინეტი

  • 04:27:55 PM on აპრილი 22, 2010 | 0

    მოგესალმებით

    წარმოგიდგენთ საქართველოში ლიდერი ჰოსტინგ პროვაიდერ Serv.Ge-ს ახალ პროექტს, სურათების უფასო ჰოსტინგს http://www.pix.ge (http://pics.ge ; http://photos.ge ).
    საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება. pix.ge-ს ინფრასტრუქტურას აქვს 2 შეერთება ქართულ რესურსებამდე 1 გბ/წმ და 10გბ/წმ გამტარუნარიანობით და 75 მბ/წმ შეერთება გლობალურ რესურსებამდე.

    სერვისის დეტალების შესახებ:

    1. არ საჭიროებს რეგისტრაციას (თუმცა, რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, არის დამატებითი სერვისები);
    2. ფაილების ინახება განუსაზღვრელი ვადით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს ფაილზე მიმართვა არასდროს განხორციელდა, ფაილი არ წაიშლება (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წაშალონ თავიანთ მიერ ატვირთული ფაილები);
    3. შესაძლებელია JPG, PNG, GIF ან BMP ფაილების ატვირთვა. ანიმირებული GIF ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ზომის ცვლილების დროს, ანიმაცია შენარჩუნებული იქნება;
    4. ერთდროულად 5 ფაილის ატვირთვა, თითოეული ზომით მაქსიმუმ 5 მბ (დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ ერთდროულად 10 ფაილის ატვირთვა);
    5. სხვადასხვა ეფექტები ატვირთულ სურათებზე (დეტალურად იხილეთ საიტზე) და უდიდეს სოციალურ საიტზე — ფეისბუქზე პირდაპირ გამოქვეყნების საშუალება;
    6. სურვილის შემთხვევაში, წარწერის გაკეთება ატვირთულ სურათებზე, ხოლო დარეგისტრირებული მომხარებლებისათვის — თქვენთვის სასურველი ტექსტის მითითება, რაც ავტომატურად გაუკეთდება თქვენს მიერ ატვირთულ ყველა სურათს;
    7. განუსაზღვრელი რაოდენობით ალბომების შექმნა და პირდაპირი ბმული თითოეულ ალბომებზე;
    8. თქვენს მიერ ატვირთული სურათები არ გამოჩნდება შემთხვევითი სურათების გვერდზე, თუ თქვენ სპეციალურად არ ჩაურთავთ ამ ფუნქციას.

    გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და უკვე მოქმედი ფუნქციებისა, უახლოეს მომავალში სერვისს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატება, რაც ისევ და ისევ მომხმარებლების კომფორტზე არის გათვლილი.

    ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული იქნება.

    გისურვებთ წარმატებებს,
    http://Serv.Ge -ს ადმინისტრაცია.

    Advertisements
     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: