გამარჯობათ ღრმად-პატივცემულო საზოგადოებავ
მხოლოდ 3 დღე (არც კი) დარჩა 2010 წლამდე და მგონი საჭიროა თემის გახსნა სადაც ვისაუბრებთ და პოლიგონში განსახილველად გამოვიტანთ , ქართულ ინტერნეტ სივრცეს -“ჯინეტს” და მის მიღწევებს ინტერნეტში .
მე შევეცდები გამოვთქვა ჩემი მოკრძალებული აზრი და გითხრათ თუ რა მხრივ უნდა წარიმართოს მსჯელობა , თემის გავრცობა თქვენზე მომინდია .

ჩემი აზრით ქართული ინტერნეტი სულ უფრო და უფრო ვითარდება და 2009 წლის განმავლობაში კარგ წარმატებებს მიაღწია . შევეხები თითოეულ თემას ..
1) ვარეზები – საქართველოში მინიმუმ ყოველი მეორე საიტი – ვარეზია , მაგალითად ერთი და იგივე ფაილი – Gta 4 – ატვიირთულია 200 ჯერ – ერთსა და იმავე ფაილ ასატვირთ სერვერზე … ოღონდ იმ განსხვავებით , რომ ზოგს none_ge_gta4 აწერია , ზოგს hey_ge_gta4 და ზოგს ramegijobaucozissaiti_gta4
2009 წელს ეს მდგომარეობა შეიცვალა .. ხალხმა დაიწყო საინტერესო პროექტების გაკეთებაზე ფიქრი . . .რომლებიც უფრო შემოსავლიანი გახდა მათთვის . ამის გარდა რეიტინგში MyVideo.ge – იმ გაუსწრო , ცნობილ ვარეზ საიტს – avoe.ge ის ..
ეს ხალხის მოთხოვნის გამო მოხდა, ხალხისთვის ის პროდუქტი ანუ ჩვენ შემთხვევაში ვიდეოები უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა …. ასე რომ ვარეზების რაოდენობა ჩემი სავარაუდო გათვლებით 8-9% ით შემცირდა .
2) File Upload Sites in Georgia – ეს თემა უკავშირდება ასევე ვარეზებს ამიტომ ვარეზების შემდგომ ეს განვიხილოთ – საქართველოში წესიერი ფაილების ასატვირთი საიტი ფაქტობრივად არ გვაქვს .. მიზეზი უკვე ზემოთაც ავღნიშნე და აქაც გავუკეთებ ციტირებას

QUOTE
ერთი და იგივე ფაილი – Gta 4 – ატვიირთულია 200 ჯერ – ერთსა და იმავე ფაილ ასატვირთ სერვერზე … ოღონდ იმ განსხვავებით , რომ ზოგს none_ge_gta4 აწერია , ზოგს hey_ge_gta4 და ზოგს ramegijobaucozissaiti_gta4

, ამის გამო ბევრ კარგ სერვერს ხარისხი გაუფუჭდა , სიჩქარემაც დაიკლო .. ამის გამოსწორება მარტივად შეიძლება.. თუ ვარეზის ადმინები აქტიურად ჩაერევიან , ვარეზების ადმინებიდან უნდა ავღნიშნო რომ მხოლოდ beef.ge – ის ადმინისტრატორმა გამოთქვა სურვილი რომ ლინკზე არ წაეწერა თავისი საიტი .. ვფიქრობ სხვებმაც უნდა მიბაძონ .
საერთო ჯამში 2009 წელს იმის გარდა რომ სიჩქარეები შემცირდა და allshares.ge იმ მცირე შემოსავალი დაუწესა მათ ვინც თავს იკლავ ატვირთვა/გადმოწერებით – მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ..
3) ჰოსთინგები – ეს თემა წელს ძალზედ აქტუალურია … გაიხსნა მრავალი ჰოსთინგი . გაიხსნა საკმაოდ სერიოზული ჰოსთინგებიც .. როგორც მოგეხსენებათ ბევრს აქვს ის აზრი , რომ
MyHosting.ge – იმ მომსახურეობის დონე ძალიან დაბალ ზღვარზე დაუშვა და ამ საქმეს სერიოზულად არ ეკიდება .. რეალურად ეს ასე არ არის , საქმე იმაშია რომ myhosting.ge ძველი ჰოსთინგია საკმაოდ და როგორც ადრე ემსახურებოდა მომხმარებლებს – ისე ემსახურება ეხლაც …. (ცოტა უკეთაც კი ) , მაგრამ საქმე იმაშია რომ ახალმა გახსნილმა ჰოსთინგებმა – მომსახურეობის ხარისხი , პროექტის მაშტაბურობა , მომხმარებლებთან ურთიერთობა – უფრო მაღალ ხარისხში აიყვანეს … რამაც ხალხში ის გამოიწვია რომ თითქოს ეს myhosting.ge ბრალი იყოს ..
უნდა აღინიშნოს – serv.ge – რომელიც თავისი მოწესრიგებულობით , თავაზიანი მომსახურეობით , კარგი განათლებით , დიდი მაშტაბებით – უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბაზარზე .. უკმაყოფილო მომხმარებლების რაოდენობა არ ყავს თითქმის (მგონი საერთოდ) .. ეს უნდა აღინიშნოს ; ასევე serv.ge პირველი ჰოსთინგია , რომელმაც შემოიღო საქართველოში – ულიმიტო ვებ-სივრციანი პაკეტი
ასევე – gehost.ge – რომელიც ძალიან დაბალი ფასებით , არნახული სერვისით , მაღალ ხარისხოვანი მომსახურეობით , ყოველთვიური (კვირეული) – აქციებით , ფასდაკლებებით – ცდილობს რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ინტერნეტ სივრცეში – ჰოსთინგი ახალი გახსნილია და პიარი არ აქვს , მაგრამ ადმინის მონდომება და მისი მოწესრიგებულობა – იმის გარანტიას იძლევა და ასეც იქნება რომ gehost.ge დიდი მომავალი ექნება ..
სხვა ჰოსთინგებიდან აღინიშნება კომპანია – proservice.ge – ის ჰოსთინგები , ეს ჯგუფი დიდი ხანია პროფესიონალურ და მაღალხარისხოვან ჰოსთინგს გვთავაზობს – და წელსაც და ყოველ წელიწადს აუმჯობესებს თავის შესაძლებლობებს ..
ის ფაქტი რომ ბაზარზე 3-4 ჰოსთინგის ნაცვლად – ჰოსთინგების რაოდენობა – 30 ზე მეტია, უკვე იმის ნიშანია რომ “ჯინეტი” სწორე მიმართულებით ვითარდება .. და ეს საკმაოდ კარგია ..
ასევე კარგი ის არის რომ თუნცდაც წწწ-ში არიან ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ გახსნან პროფესიონალური ჰოსთინგები და მიაღწიონ ამ საქმესი წარმატებას და 2010 წელს ალბათ ეს უნდა მოხდეს კიდეც .. (boss online – ს ვგულისხმობ , მან თუ მოინდომა სერიოზულ ჰოსთინგს გააკეთებს (უცხოეთში აქვს უკვე) ) .
4) ინტერნეტ პროვაიდერები – ამ მხრივ მდგომარეობა 15-20% ით გაუმჯობესდა … პროვაიდერებზე ლაპარაკს არ დავიწყებ (თქვენ განავრცეთ ეს ნაწილი) – უბრალოდ ვიტყვი , რომ 800 000 ინტერნეტ მომხმარებლის ნაცვლად 2009 წელს ჩვენ გვყავს 1024 000 მომხმარებელი .
5) ელექტრონული კომერცია და მარკეტინგი
აქაც საკმაოდ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ – მათ შორის Seo შიც
სადაც უკვე 1 ადამიანის ნაცვლად 30-40 კაცი მაინც “ჩალიჩობს ”
ავღნიშნოთ ფორუმი : seo.ge !
(განავრცეთ ! )
6) ონლაინ საგადასახადო სისტემა – Emoney – ამაზე ცალკე სასაუბროა Emoney – ის გაიგივება სხვა რომელიმე თემასთან – სამშობლოს ღალატის ტოლფასია . აღარ დავიწყებ საუბარს რა არის emoney – უბრალოდ ვიტყვი – ის 2009 წლის საუკეთესო პროექტია , გახსნილია 2007 ში და 2007,2008,2009 წლებში მასზე უკეთესი ქართული საიტი მე არ მეგულება .
7) ფორუმები – ფორუმები საკმაოდ პოპულარული ხდება – ამ ფორუმის მაგალითზე – ბევრს უნდა ქონდეს თავისი კერძო და წარმატებული ფორუმი , წელს ბევრი ფორუმი გაიხსნა – რეკლამაში რომ არ ჩამომართვან – არ დავწერ …
მე თვითონაც ფორუმზე წელს დავრეგისტრირდი , მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან ინტერნეტში ვაგდივარ ..
ფორუმს ჩემ პირად მაგალითზე გეტყვით , რომ ბევრი სასიკეთო თვისებები აქვს და ბევრ რამეში გეხმარება

smile.gif


ასე რომ ფორუმის განვითარება საქართველოში – კარგი რამ იქნება .
8) ვისაუბროთ ქართულ თამაშებზე და გაქართულებაზე (განავრცეთ)
9)ვისაუბროთ აზარტულ საიტებზე (განავრცეთ)
10)ვისაუბროთ 2010 წლის მომავალ ჯინეტზე , გამოვთქვათ ჩვენი აზრი და ასევე ამ 10 მინი თემებზე – გავაკეთოთ კომენტარი .

აბა განავრცეთ თემა , გაითვალისწინეთ რომ 3 დღე გვაქვს ვადა- მერე უკვე აღარავის ეცლება საპოლიგონედ

biggrin.gif